|
2021-06-29 12:55:09, 526 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერიის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 4 791 361 419 ლარია
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი, დაპირებული ერთი მილიარდი ლარის ნაცვლად, 1 192 526 769 ლარია. როგორც მან თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიშზე განაცხადა, 2018-2021 წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, ორ მილიარდ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურულ, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებზე დახარჯა. „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2018 წელს შეადგენდა 1 086 863 570 ლარს, 2019 წელს – 1 106 066 807 ლარს; 2020 წელს – 1 121 648 105 ლარს, ხოლო 2021 წელს, დაპირებული 1 მილიარდი ლარის ნაცვლად, 1 192 526 769 ლარია. ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, დაახლოებით, 2 მილიარდ ლარამდე ღირებულების სხვადასხვა სამუშაო განახორციელა, ხოლო მილიარდ 343 მილიონი ლარი სოციალური და ჯანდაცვის პროექტებზე დაიხარჯა“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა. რაც შეეხება 2018-2021 წლებში თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ირაკლი ხმალაძის თქმით, მათი ჯამური ბიუჯეტი ოთხ მილიარდ ლარს აჭარბებს. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ პროექტებს და პროგრამებს ვახორციელებთ არამხოლოდ საბიუჯეტო თანხებით, არამედ დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით. სულ, ოთხი წლის განმავლობაში, მოვახერხეთ და მოვიზიდეთ, დაახლოებით, 284 მილიონი ლარის დაფინანსება. შედეგად, ამ ოთხ წელში განვახორციელეთ და ჯერ კიდევ ვახორციელებთ 4 791 361 419 ლარის ოდენობის პროექტებს“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)