2021-06-24 17:46:23, 696 ნახვა
საზოგადოება
გარდაბანში, მაშველებმა წყალსაცავში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს
გარდაბნის თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვები საბანაოდ ჩავიდნენ. 15 წლის მოზარდი წყლიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მის დახმარებას 17 წლის მოზარდი შეეცადა.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,