|
2021-06-24 11:53:34, 395 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ მინის მწარმოებელ საწარმო „ნეო გლასს“ ესტუმრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისში მდებარე მინისა და პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების მწარმოებელ საწარმო „ნეოგლასს" ესტუმრა. საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია და ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიამ სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა, რომლის მეშვეობითაც, საწარმოსთვის სრულიად ახალი, მაღალტექნოლოგიური დანადგარები შეიძინა. ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით კი კომპანიას სიმბოლურ ფასად გადაეცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც არსებული საწარმო ააშენა. „ეს არის კიდევ ერთი საწარმო, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით გაიხსნა და იმპორტის ჩანაცვლების მაგალითია. საწარმო მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს და თანდათან ანაცვლებს იმპორტულ პროდუქციას ბაზარზე. ამ ეტაპზე კომპანია საწარმოში 50-მდე ადამიანს ასაქმებს, თუმცა უახლოეს პერიოდში გაფართოებას გეგმავს და ჩვენ ამაშიც შევუწყობთ ხელს. კომპანია პროგრამა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით ავჭალაში კიდევ ერთ უფრო მსხვილ საწარმოს ხსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა მსგავს წარმოებებთან ერთად, ამ სახეობაშიც თანდათან ხდება ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვირდება და იმპორტის ჩანაცვლება", - განაცხადა ნათია თურნავამ. კომპანია „ნეო გლასი" თვეში 8000 კვ.მ მინას აწარმოებს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოს ასევე სტუმრობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)