03:36 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 15:22:16, 516 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და  საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სამგორის რაიონში გახსნილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა.  

დედაქალაქის მერის განცხადებით,  აღნიშნული საბავშვო ბაღი,  სხვა ახალ ბაგა-ბაღებთან ერთად, მაღალი  სტანდარტებით მშენებლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.   მისივე თქმით, მსგავსი ტიპის  პროექტების განხორციელებისას, ხარისხი უპირველესია.

„თქვენ თვითონ ნახეთ დღეს ის სტანდარტები, რაზეც ვსაუბრობ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარებისთვის. ეს სტანდარტები  გათვალისწინებულია ყველა ბაღის მშენებლობის დროს. ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ იმ 18 ახალი ბაგა-ბაღიდან, რომელიც ჩვენ ავაშენეთ,  ყველგან ანალოგიური მიდგომა იყო. იგივე ხარისხის სამუშაოებს ჩავატარებთ მომავალშიც მსგავსი პროექტების განხორციელებისას. ამ კონკრეტულ უბანში კიდევ ორი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

N164 საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარეობს, 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელს ემსახურება. ბაღში დასაქმებულია 60 ადამიანი.

ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და  ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ ადილობრივ და საერთაშორისო ნორმებს სრულად აკმაყოფილებს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო,  თანამედროვე საბავშვო სათამაშო მოედნები და სივრცე სპორტული აქტივობებისათვის.

საბავშვო ბაღის მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან 1 203 000 ლარით დაფინანსდა.

ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი  კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics