03:36 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 12:21:22, 615 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები დამატებით, 22 ოჯახს დაუკანონდება

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დღეს დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,   ბინები სამგორის რაიონში მცხოვრები 15 ოჯახს, ისნის რაიონში - სამს, წყნეთში, ოქროყანაში, ნაძალადევსა და ვაკის რაიონებში კი თითო ოჯახს დაუკანონდება. 

დედაქალაქის მერმა იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც თბილისის მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით განახორციელა.

„1 681 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ დაკანონებას, იმიტომ, რომ ეს იყო სახელმწიფო ქონებები. ის ფართები, რომლებიც ამ 1 700-მდე ოჯახს გადაეცა, თანხობრივად 225 მლნ ლარზე მეტია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ჩვენ ჩვენს სიტყვას ვასრულებთ. ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ადგილობრივ რაიონულ გამგეობებს და ჩვენი მხრიდან მაქსიმლური მხარდაჭერა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბარა.

„მთელი ქალაქის მასშტაბით, იდენტიფიცირებული გვაქვს 179 შენობა-ნაგებობა. აქ არის ისეთი კომპანიები, რომლებიც უკვე ათეული წლებია, პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის. ესენია“ „ცენტრ პოინტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „სვეტი“. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდებიან თავიანთ საცხოვრებელ ბინებს. ეს კომპანიები, რომლებიც არ და ვერ ასრულებენ თავიანთ დაკისრებულ მოვალეობას, სერიოზულ პრობლემად გადაიქცა ამ ადამიანებისთვის. დიდი ნაწილი ემიგრაციაშია წასული, იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ. ისინი, ალბათ ბოლო თეთრებს ადებდნენ ერთმანეთზე, რომ საცხოვრებელი ბინები ეყიდათ, შემდეგ კი უთხრეს, რომ მათი კორპუსი არ და ვერ აშენდება, რადგან კომპანია ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. ეს პრობლემები ათეული წლებია არსებობს. მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები,  გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, სადაც პრობლემები მოგვარებულია. ასეთია სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, სადაც უკვე უშუალოდ მშენებლობებია დაწყებული. იგივეა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან მიმართებაში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული „აქსისთან“ მიმართებაშიც. „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით კი ჯერ არ მინდა გამოვაცხადო ჩვენი გადაწყვეტილება. უახლოეს მომავალში ეს თემაც იქნება მთლიანად მოგვარებული. დიდი და მასშტაბური პრობლემაა, 6 ათასზე მეტ ოჯახზეა საუბარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics