03:36 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 10:38:24, 717 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა გარემოსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროკომისიისა და პორტუგალიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის  ინიციატივით გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-3 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ცალკეული ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის ის გზები განიხილეს, რაც მწვანე ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა ყურადღება ყველა იმ რეფორმასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა, რაც საქართველომ განახორციელა და რაც ხელს უწყობს ქვეყანაში თვისობრივად ახალი, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული   გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას.

,,საქართველოს მთავრობამ, უკვე დაამტკიცა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი, ასევე, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და  2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის, სათბური აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი, ეროვნულ დონეზე, 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შემცირდება. ამასთან, საერთაშორისო მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა სათბური აირების ემისიების შემცირების მაჩვენებელი კიდევ უფრო გავზარდოთ. აქტიურად ვმუშაობთ საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დამკვიდრებაზე ნარჩენების მართვის, გადამუშავების, ხელახალი გამოყენების და ენერგიათა უკეთესი მართვის პრინციპების განვითარებით. საქართველო წინ მიიწევს წყლის დაგეგმილი რეფორმის შესასრულების მიმართულებითაც. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ახალი, ამბიციური და  ეფექტიანი გეგმის განხორციელებისთვის. ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დამკვიდრების მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა  და ინიციატივა განხორციელდა.  გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქმედებები სრულად თანხვედრაშია ევროპის მწვანე შეთანხმებასთან და ყველა განხორციელებული თუ დაგეგმილი რეფორმა  ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, -აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ონლაინ ფორმატში გამართულ მინისტერიალში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და  ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარემოსდაცვითი მიმართულების მინისტრები მონაწილეობდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics