|
2021-06-23 10:36:09, 432 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის განახლებული აეროპორტის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიების მოზიდვის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების „SkyUp" - ის, "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისა" და „ბელავიას" ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობებისა და განახლებული საექსპლუატაციო პირობების შესახებ. „ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრები უკრაინისა და ბელარუსის ავიაკომპანიებთან. მთავარი ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რათა აღნიშნულმა ავიაგადამზიდავებმა დაიწყონ რეგულარული რეისების შესრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ქუთაისის განახლებული აეროპორტი გვაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ ტურისტებს როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში ვუმასპინძლოთ," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიებთან შეხვედრების პარალელურად. მისი თქმით, დაიწყება მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების ავიაგადამზიდავებთან, რათა მათ ფრენები ქუთაისში და ქუთაისიდანაც შეასრულონ. "ქუთაისის განახლებული აეროპორტის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. „კოვიდ-ის ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოში ავიაციისა და ტურიზმის აღდგენის ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს. იმედს ვიქონიებთ, რომ მოლაპარაკებები ძალიან მალე შედეგს გამოიღებს და მოკლე ვადაში დავინახავთ როგორც გაზრდილ სიხშირეებს, ასევე ავიაკომპანიების მზარდ რაოდენობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩვენი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის დარგის მდგრად და სტაბილურ განვითარებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)