04:02 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 13:22:23, 722 ნახვა

საზოგადოება
მამუკა მდინარაძე - მომდევნო თვის ბოლომდე საქართველოში რამდენიმე ვაქცინა გვექნება

„მომდევნო  თვის  ბოლომდე  საქართველოში   რამდენიმე  ვაქცინა  გვექნება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამულა მდინარაძემ მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის  მწარმოებელ რამდენიმე  კომპანიასთან წარმატებით  მიმდინარეობს  მოლაპარაკებები.

„ერთ-ორ  კომპანიასთან,  მათ  შორის  „ფაიზერთან“ მიღწეული  შეთანხმება გაფორმების  ეტაპზეა  და  დაახლოებით მომდევნო  თვის  ბოლომდე  ჩვენ  გვექნება  რამდენიმე  ვაქცინა  საქართველოში. ჩვენ  გვაქვს პოზიტიური  მოლოდინი  კონკრეტული   ვადებით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მისივე თქმით, არის, რამდენიმე საკითხი, რაზეც უნდა  შევთანხმდეთ,  რაც არ უნდა  პოლიტიკური მიზნები  გქონდეს.

„ოპოზიცია  იქნება  ეს  თუ  ხელისუფლებაში  მყოფი  პარტია,  უნდა  შევთანხმდეთ, რომ  აქ  ვართ  ერთსულოვნები. ასეთ  საკითხებს  განეკუთვნება, როცა  უჩინარ  მტერთან  მიდის   ბრძოლა, მაგალითად  ვაქცინაციის   მიმართ სწორი  და  პოზიტიური კამპანია. რბილად, რომ  ვთქვათ,  მათ შორის მედია  საშუალებებსაც, ზოგიერთ  პოლიტიკოსებსაც  ნეგატიური  როლი  ჰქონდათ, ბოლო  დროს  ეს თითქოს  ცოტა  გასწორდა, მაგრამ  გახსოვთ  თავიდან,  როგორი    კამპანიები  მიდიოდა  ვაქცინაციის  წინააღმდეგ,  ზოგი  ირიბად, ზოგი   პირდაპირ. ამიტომ,  ასეთ  საკითხებზე, ჯობია, შევთანხმდეთ    ყველა  ერთად  და  ვთქვათ, რომ დამაზიანებელია   და  არ  არის  სწორი.  ვაქცინაციის  პროპაგანდამ  უნდა  გადაარჩინოს, როგორც  ჯანმრთელობა, ისე  ეკონომიკა“, - განცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics