2021-06-22 10:03:50, 414 ნახვა
საზოგადოება
ე.წ კომენდატის საათის გაუქმებაზე საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
საქართველოში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვის, ე.წ კომენდატის საათის გაუქმებაზე საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს.
აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვნელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დიდი ალბათობით ხვალ იქნება საბჭო, მერე პრესკონფერენცია და ამ კითხვას ხვალ გაეცემა პასუხი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში „კომენდატის საათი“ თითქმის 7 თვეზე მეტია რაც მოქმედებს, ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ითხოვს ბიზნესსექტორი და საზოგადოების დიდი ნაწილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,