|
2021-06-20 11:15:18, 551 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი მედიასემინარს „მედია და კლიმატის ცვლილება” დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მედიასემინარს „მედია და კლიმატის ცვლილება” დაესწრო. სემინარის მონაწილეებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ფორმირების პროცესი განიხილეს და კლიმატის ცვლილების საკითხების გაშუქების საერთაშორისო გამოცდილებასა და მიდგომებს გაეცნენ. ნინო თანდილაშვილმა ყურადღება კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხებზე და ამ პროცესში მედიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთ აქტუალური საკითხი კლიმატის ცვლილებებია; ის ეხება ყველას და აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვისაც. პარიზის შეთანხმებამ ქვეყნებს დააკისრა ვალდებულა, იყვნენ მეტად ამბიციურები კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკაში და სათბური გაზების გაფრქვევების შემცირებაში. საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების საკითხი ასოცირების შეთანხმების ნაწილია და ამ მიმართულებით, ევროკავშირთან აქტიურად მიდის მუშაობა, რათა სატრანსპორტო სექტორში და სოფლის მეურნეობის მიმართულებით კლიმატის ცვლილების შერბილებას შეეწყოს ხელი. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო სტრატეგიული დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა ქვეყნის ეროვნული წვლილი სათბური გაზების შემცირებაში. მნიშვნელოვანია, მედიას ჰქონდეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების აქტუალურ საკითხებზე და იმ პროექტებზე, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ, მედიასემინარზე, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განხორცილების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) თანაორგანიზებით, პროექტის „ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო“ ფარგლებში გაიმართა. მედიასემინარის მონაწილე ჟურნალისტებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების თემის გაშუქების ეფექტიან მიდგომებზე და შესაბამის უწყებებთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)