03:29 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 23:26:55, 541 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან იუსტიციის სამინისტრო სტუმრებს „სოხუმსა“ და „ცხინვალში“ უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმის და ცხვინვალის სახელები მიენიჭა.

რატი ბრეგაძის  პირადი ინიციატივით,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელები უწყებაში სწორედ იმ ოთახებს მიენიჭა, სადაც სამინისტროს ქართველი და უცხოელი დელეგაციები სტუმრობენ.

სიახლის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ამიერიდან ყველა ქართველ და უცხოელ მეგობარს შევხვდებით სოხუმსა და ცხინვალში. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს სწორედ ამ ქალაქებში. ეს დროც მალე მოვა“, - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics