|
2021-06-17 17:51:21, 837 ნახვა
საზოგადოება
თბილისი ტურისტული ასოციაციების Nordic Tourism Collective-ის და ETOA-ს წევრი გახდა
თბილისი სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების - Nordic Tourism Collective წევრი გახდა. ორგანიზაციის წევრებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს, ვებინარზე თბილისის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები წარუდგინა. „ტურიზმი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ეკონომიკური სექტორია. თბილისის მერია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულების განვითარებისათვის და ჩართული იყო ტურიზმის სექტორის აღდგენის პროცესში, სხვადასხვა ტიპის კამპანიების სახით, როგორებიცაა: სემინარები და სამუშაო შეხვედრები ტურიზმის და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ სექტორებში დასაქმებული პირებისათვის; ქუჩის კვების ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“, მედიატურები საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალისტების, ბლოგერებისა და „ინფლუენსერებისათვის“ და ა.შ. გარდა ამისა, დაფინანსდა 400-მდე კვების ობიექტი, რათა მათ აქტიურად და შეუფერხებლად განაგრძონ ოპერირება პანდემიის შემდგომ პერიოდში. ვაქცინირებულ მოგზაურთათვის თბილისი ევროპის 15 საუკეთესო მიმართულებას შორის პირველ ადგილზეა და მზად არის მიიღოს ვიზიტორები და უზრუნველყოს მათთვის უსაფრთხო გარემო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგულაციებისა და პროტოკოლის დაცვით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების ძირითად საქმიანობას წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბ2ბ და საპრომოციო ღონისძიებები, ტურისტული პროდუქტებისა და რესურსების ცნობადობის გაზრდა, ახალი პროდუქტების შექმნა და წახალისება წარმოადგენს. Nordic Tourism Collective- ის წევრობით თბილისი ავტომატურად ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ტურისტული ასოციაციის - ETOA წევრი (European Tourism Association), რომელიც საერთაშორისო ბრენდებს, მიმართულების მართვის ორგანიზაციებს, მსხვილ ტუროპერატორებს აერთიანებს და ზრუნავს მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე ევროპის მასშტაბით.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)