2021-06-14 14:57:50, 752 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რაიონებსა და თბილისის უბნების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, გათიშულია შუქნიშნები
საქართველოს რაიონებსა და თბილისის უბნების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, გათიშულია შუქნიშნები.
როგორც საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემაში აცხადებენ, მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი”-სა და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესი”-ს ავარიულად გამორთვაა.
„დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან