|
2021-06-13 15:14:47, 1087 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე - ნინოწმინდის პანსიონის დახურვა არ იგეგმება, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება
ნინოწმინდის პანსიონის დახურვა არ იგეგმება, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება, - აღნიშნულის შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო შექმნილ ვითარებას, ისე ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის საკითხს. „დღევანდელი შეხვედრა, საპატრიარქოს ინიციატივით შედგა. მოწვეულნი იყვნენ ევროკავშირის ელჩი, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც ეხებათ ბავშვთა უფლებები, იუნისეფი, „ვორლდ ვიჟენი“. ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არამხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იქნას გათვალისწინებული. ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია. მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას ყველა საკითხი გადაწყვეტილი. ჩვენ გვინდა, ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება ჩვენ შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ყველა ჩვენგანმა, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს, არ მოხდეს უტრირება, არ მოხდეს რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რათა ბავშვის ინტერესები არ გადაიფაროს რაიმე სხვა ინტერესებით. პანსიონის დახურვაზე არ არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებთან მოყვანა, რომელსაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტები“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ასევე ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)