08:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 13:12:51, 1329 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი - ფხიზელი გეუბნებით, გიორგი გახარია ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეში.

როგორც მეუფემ აღნიშნა, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის.

„მე უკვე ვთქვი ერთხელ, რომ ბატონი გახარია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი არაა. ძალიან ზედმეტ პატივად მიმაჩნია, ბატონ გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო, თქვენ იცით ჩემი წარმოდგენა. მე ის მიკვირს უბრალოდ, რომ ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ უნდა მობრუნდეს.

ადამიანი, რომელიც პრემიერი, თუ შს მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მე მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი იმას ვადასტურებ, ხო იძახდით ნასვამმა თქვა, ახლა ნასვამი ვარ?! ფხიზელი გეუბნებით. ვინც ეკლესიის საქმეებში გარედან ერევა... უბრალოდ სახელმწიფო მძიმე სიტუაციაში იდგა და რაღაცები აღარ გავაკეთე. ვინც „ოცნებას“ უჭერდა მხარს, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა. გადახედეთ, ვინ უდგას გვერდით. ან სრული „ლოკდაუნი“ გინდათ? თუ გინდათ, სხვასაც შეუძლია მაგის გაკეთება. რა აქვს გაკეთებული, სტრატეგია ჰქონდა სწორი?“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics