2021-06-09 11:44:34, 475 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ქართველ მეცნიერსა და პედაგოგს რისმაგ გორდეზიანს დაბადების დღე მიულოცა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ცნობილ ქართველ მეცნიერს, პედაგოგსა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, რისმაგ გორდეზიანს დაბადების დღე მიულოცა.
კახა კალაძემ რისმაგ გორდეზიანს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობა უსურვა.
„მინდა ცნობილ ქართველ მეცნიერს, ღვაწლმოსილ პედაგოგს რისმაგ გორდეზიანს მივულოცო დაბადების დღე. ბატონმა რისმაგმა ფილოლოგთა არაერთი თაობა აღზარდა.
პირველ რიგში, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),