09:51 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 10:27:38, 418 ნახვა

საზოგადოება
კორეაში საქართველოს, საქართველოში კი კორეის ეროვნული პარკების ფოტოგამოფენები მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ალგეთის ეროვნული პარკი, 7 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით, კორეის ეროვნული პარკების ფოტოგამოფენას მასპინძლობს. პარალელურად, კორეაში, ქ. ვონჯუში საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოები გამოიფინა. გამოფენის გახსნის ცერემონია ორივე ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა.

უწყების ცნობით, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, საქმეთა დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე, პირდაპირ ეთერში ეხილათ კორეაში, ქ.ვონჯუში, საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოგამოფენის გახსნა.

„დღეს საფუძველი ჩაეყარა საქართველოსა და კორეის ეროვნულ პარკებს შორის თანამშრომლობას. ალგეთის ეროვნულ პარკში ჩვენ ვმასპინძლობთ კორეის ეროვნული პარკების ფოტოგამოფენას. ამასთანავე, კორეის ეროვნული პარკებისგან დაცული ტერიტორიების სააგენტოს 20-ვე ადმინისტრაციის რეინჯერებს საჩუქრად გადმოეცა 200 რაცია, რაც ჩვენ რეინჯერებს  პატრულირებისა და კანონაღსრულების პროცესში დაეხმარება. ეს არის დასაწყისი იმ ძალიან მჭიდრო და მნიშვნელოვანი თანამშრომლობის, რომელიც საქართველოს და კორეის ეროვნულ პარკებს შორის არის დაგეგმილი. ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზეც“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

საქართველოს დაცული ტერიტორიების გასავითარებლად, ასევე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად იძიებს ახალ და აღრმავებს საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ ურთიერთობებს.

ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში, 2 კვირის განმავლობაში,  წარმოდგენილი იქნება კორეის ულამაზესი ეროვნული პარკების ამსახველი ფოტოები, შესაბამისი აღწერით.

დღეისათვის, კორეაში სხვადასხვა კატეგორიის 22 ეროვნული პარკია: 17 სამთო, 4 სანაპირო და საზღვაო, 1 ისტორიულ-კულტურული. კორეის ეროვნული პარკების მთლიანი ფართობი  6 726 კვ.კმ-ს შეადგენს, რაც კორეის მთლიანი ტერიტორიის (100, 295 კვ.კმ) 6.7%-ია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics