|
2021-06-07 14:51:47, 673 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი: საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ყველაზე სწრაფად აღდგება
საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება და დაუბრუნდება განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც არსებობდა პანდემიამდე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სახეზეა ბევრი ფაქტორი, რომელიც ადასტურებს, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც რეალურად გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური აღდგენის პროცესი არსებითად განსხვავებული იქნება. ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც სწრაფად ხდება ეკონომიკური აღდგენა, ასევე არიან ქვეყნები, სადაც ამ პროცესს, შესაძლოა, 3-4 წელი დასჭირდეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგება. მოლოდინი გვაქვს, რომ მაისშიც გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, იმ აქტივობიდან გამომდინარე, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აპრილში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე და აღნიშნა, რომ 2 წლის ჭრილში ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში, დაახლოებით, 21% შეადგინა. „რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ე.წ. საბაზისო ეფექტს. ძალიან მარტივია იმის განსაზღვრა, თუ რეალურად რა გავლენა იქონია პანდემიის ეფექტმა 2021 წლის აპრილის ზრდაზე, ამისთვის საჭიროა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევუდაროთ არა პანდემიურ 2020 წელს, არამედ 2019 წელს და ვნახოთ რამდენით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა - ესაა ზრდა 21%-მდე, რაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველასთვის მარტივია იმის განსაზღვრა, რამდენად მაღალი იყო ის ზრდა, რომელი მიმდინარე წლის აპრილში დაფიქსირდა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)