10:09 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-05 16:05:48, 1103 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გარემოსდაცვითი მსოფლიო დღე აღინიშნება, გარემოსდაცვითი მიმართულება სახელმწიფოს პრიორიტეტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ავსტრიის ელჩთან, თომას მიულმანთან ერთად, კრწანისის ტყე-პარკში, გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გამოფენას ,,ბუნების სტუმარი" დაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოსდამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის ნამუშევრები.

„1974 წლიდან, მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში გარემოსდაცვით მსოფლიო დღე აღინიშნება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს გარემოსდაცვით პოლიტიკაზე საუბარი. გარემოსდაცვითი მიმართულება არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, ასევე პრიორიტეტი საქართველოს ევროპასთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილში. ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველომ პროგრესს უნდა მიაღწიოს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის ღირსეული კანდიდატი ქვეყანა გახდეს, არის გარემოსდაცვითი სწორი პოლიტიკის გატარება. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ასოცირებით განსაზღვრული კომპლექსური დღის წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს ზრუნვას გარემოს სხვადასხვა მიმართულებაზე. უნდა აღინიშნოს დაცული ტერიტორიების გაფართოება, რომელიც გასულ წელს რეკორდული მასშტაბით, 200 ათას ჰექტარზე მეტით განხორციელდა და ქვეყნის მთელი ტერიტორიის 12 პროცენტს ფარავს; ახალი სატყეო რეფორმა; დონორების მხარდაჭერით, მოვახდენთ ტყის მეურნეობის და ეკოლოგიის უკეთესად მართვას, ასევე, ეკონომიკური პოტენციალის სწორად გამოყენებას. ჰაერზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმყოფებით კრწანისის ტყეპარკში, თბილისსა და რუსთავს შორის. რუსთავში ყველაზე დიდი გამოწვევები გვაქვს. მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და წლის ბოლომდე, მსხვილი სამრეწველო საწარმოები ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, ამ ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს. ასევე მნიშვნელოვანია ურბანული გამწვანების საკითხები, რაზეც თბილისის მერია მუშაობს ძალიან აქტიურად. ბოლო წლების განმავლობაში თბილისში, გამწვანების მიმართულებით, მართლაც დიდი პროგრესი გვაქვს. ეს არის კომპლექსური ნაწილი რაც უკავშირდება თბილისის ჰაერის მართვას, რომელიც მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა. ვხედავთ როგორ შეიცვალა სატრანსპორტო და გამწვანების პოლიტიკა, რომელიც ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ასეთივე გეგმა მთავრობამ, გასულ წელს, დაამტკიცა ქალაქ რუსთავისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავში მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას შვედეთის მთავრობასთან. გვექნება დაფინანსება, რომ გაკეთდეს რუსთავის მტკვრის ჭალის ეკოსისტემის სრული შეფასება, დაგეგმვა, იმისთვის, რომ რუსთავის გამწვანება გეგმაზომიერად მოხდეს”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსა და CENN-ს ღონისძიების ორგანიზებისთვის.

აღსანიშნავია, რომ კრწანისის ტყის პარკში გამოფენის მასპინძლობა შემთხვევითი არ არის. თბილისთან ახლომდებარე 200 ჰექტარზე გაშლილი მწვანე სივრცის შენარჩუნებას ავსტრიის განვითარების თანამშრომლობამ შეუწყო ხელი.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გამოფენას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics