11:08 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 13:06:08, 397 ნახვა

საზოგადოება
COVID-19-ის გავლენა შრომის ინსპექციის საქმიანობაზე - შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ვებინარი შედგა

COVID-19-ის გავლენა შრომის ინსპექციის საქმიანობაზე - აღნიშნულთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ქვეყნის შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ვებინარი შედგა. შეხვედრაში საქართველო შრომის ინსპექციის საერთაშორისო ასოციაციის წევრის სტატუსით პირველად ჩაერთო.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე კოლეგების წინაშე მოხსენებით წარსდგა. მან ყურადღება ინსპექციის საქმიანობაში პანდემიის გავლენაზე გაამახვილა. მიმოიხილა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური სექტორების გახსნისთვის გადადგმული ნაბიჯები და პროცესში, შრომის ინსპექციის როლი გამოჰყო.

მოხსენება ბექა ფერაძესთან ერთად, 7 ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, სინგაპურის, შვეიცარიისა და გერმანიის შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსებმა გააკეთეს.

შეხვედრა, რომელსაც ასოციაციის 100-ზე მეტი წევრი ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, სხვადასხვა სახელმწიფოს შრომის ინსპექციის სამსახურებთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. წლევანდელი შეხვედრა შრომის ინსპექციის საერთაშორისო ასოციაციის წევრებს შორის, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ონლაინ-ფორმატში შედგა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics