2021-06-01 10:09:03, 643 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება
დღეიდან თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი სტარიფი იზრდება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.
მათივე ცნობით, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს, 46,138 თეთრის ნაცვლად, 53,972-ის გადახდა მოუწევთ დღგ-ს ჩათვლით.
კომპანიამ ბუნებრივი აირის გაძვირება სემეკს ლარის კურსის გაუფასურების გამო მოსთხოვა.
ამასთან, ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,