2021-05-29 11:09:27, 394 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი 31 მაისს, მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი 31 მაისს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე მოქალაქეებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ 31 მაისს, ორშაბათს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე ცენტრი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას გაუწევს.
სატელეფონო ქოლ-ცენტრის საშუალებით, ნომერზე - 0322414242, მოქალაქეები ნებისმიერი მომსახურების მიღებას შეძლებენ. 12:00 საათიდან ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),