05:07 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 16:54:14, 715 ნახვა

საზოგადოება
ფანასკერტელის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსთან ახალი სკვერის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

ინფრასრუქტურული პროექტი 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, ჭადრაკის, სავარჯიშო სივრცე და ორი საბავშვო ზონა მოეწყო. ასევე, სკვერში LED ანათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირიგვება. მოეწყობა სარწყავი სისტემა და რულონური ბალახი დაიგება.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 788 744 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კომპანია „გრინსერვისი+“ აწარმოებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics