20:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 13:24:00, 710 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება

ჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სახმელეთო საზღვრების გახსნა, რეგიონში ტურიზმის აღდგენას სწრაფად მოახდენს.

,,საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკვე პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები, რაც მოგვცემს საშუალებას რეგიონში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოვახდინოთ. ამიტომ ყველა შესაბამის უწყებას მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოხდეს ტურისტული სეზონისთვის მომზადება, იქნება ეს ტურისტული ატრაქციები თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება მიმდინარე სეზონზე. ასევე მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს და ყველა სხვა უწყებას რომ უკვე ოფიციალურად მოვახდინოთ სეზონის გახსნა 15 ივნისისთვის და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რათა ეკონომიკასთან ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics