|
2021-05-28 12:03:34, 1154 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა გაიმართება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, 31 მაისს, 21:00 საათზე, ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა გაიმართება. „საქართველოს ბანკი“-ს ცნობით, Startup Büro-ს ინიციატივითა და საქართველოს ფინტექ ასიციაციის მხარდაჭერით შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა Zoom-ის და Facebook Live-ის გამოყენებით ჩატარდება, მისი მთავარი თემა კი „ღია ბანკინგი და ფინტექ პროდუქტები“ იქნება. კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შემდეგ ბმულზე https://bit.ly/2RPmg4D დარეგისტრირებით შეუძლია. „ProductTank-ის შეხვედრა ინგლისურ ენაზე ჩატარდება, მისი მოდერატორი კი „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი იქნება. შეხვედრას ფინტექ კომპანიებიდან შემდეგი მოწვეული პროფესიონალები გაუძღვებიან: როლანდს მესტერსი - Nordigen-ის აღმასრულებელი დირექტორი. კომპანია არის ერთ-ერთი პირველი ევროპაში, რომელმაც სხვადასხვა ბანკის მიერ შექმნილი ღია API სერვისები გააერთიანა და უფასოდ, მარტივი ინტეგრაციისა და მონაცემთა ანალიტიკის სერვისებით ემსახურება ფინტექ კომპანიებს. ირაკლი აგლაძე - ღია ბანკინგის გადაწყვეტების ხელმძღვანელი ფინტექ სტარტაპში -ANNA Money, რომელიც ქმნის ციფრულ საბანკო მომსახურებას მცირე ბიზნესებისათვის ევროპისა და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში. გამოსვლებისა და პანელური დისკუსიის შემდეგ, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ კავშირების დამყარების მიზნით ე.წ. ნეტვორკინგის სპეციალურ პლატფორმა Wonder-ში გადაინაცვლონ. „მსგავსი გამოცდილების სპიკერების მოსმენა ProductTank Tbilisi-ს მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო, დროული და საინტერესო ინფორმაცია, თუ რას ცვლის ღია ბანკინგი ფინტექ პროდუქტებში, რა მოლოდინებს ქმნის მომხმარებლის მხარეს. ასევე, რა ახალი ბიზნეს მოდელები შეიძლება შეიქმნას საბანკო მონაცემების ხელმისაწვდომობის ფარგლებში, რათა მიღწეული იყოს საბოლოო შედეგი, მომხმარებლისთვის მასზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პროდუქტების შეთავაზება“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)