|
2021-05-28 10:32:16, 492 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საქმიანობას ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია გაეცნო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექციის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს შსს-ს მომსახურების სააგენტო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ და შსს-ს აკადემია. მომსახურების სააგენტოში სტუმრებს სააგენტოს დირექტორმა ბესიკ ტეფნაძემ უმასპინძლა. დელეგაციის წევრებმა რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სარეგისტრაციო სივრცე დაათვალიერეს და არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, ასევე, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების პროცესს გაეცნენ. სააგენტოში ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელს, ჩეხეთის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექციის დირექტორს - რადიმ დრაგუნის საჩუქრად სახელობითი სახელმწიფო სანომრე ნიშანი გადაეცა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში დელეგაციის წევრებს დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე შეხვდა. მან სტუმრებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, ის სერვისები გააცნო, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს ერთიანი მომსახურების ცენტრში "ერთი სარკმლის პრინციპით" შეუძლიათ. დელეგაციის წევრები აგრეთვე ესტუმრნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, სადაც მათ „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული პრაქტიკა გააცნო. ჩეხმა სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, ასევე, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. 112-ში სტუმრობის დროს დელეგაციის წევრები ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის მუშაობასაც გაეცნენ, კერძოდ, თუ როგორ ხდება ცენტრიდან ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით მოძალადის ვირტუალური მონიტორინგი. დელეგაციის ბოლო ვიზიტი შსს-ს აკადემიაში იყო. აკადემიის რექტორმა, ივანე პაპიაშვილმა და პრორექტორმა, ირინა აბრამიშვილმა სტუმრებს აკადემიის საქმიანობა, სასწავლებელში დანერგილი სიახლეები და მიმდინარე პროექტები გააცნეს. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ჩეხეთის რესპუბლიკასთან საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. კერძოდ, ხაზი გაესვა ჩეხეთის საპოლიციო განათლებისა და წვრთნის დანაყოფთან (PETU) საქართველოს შსს-ს აკადემიის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჩეხ კოლეგებთან შსს-ს აკადემიას ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აკავშირებს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია საპოლიციო სწავლების მიმართულებით ტაქტიკური მომზადებისა და ფსიქოლოგთა ჩართულობის კომპონენტების განვითარება. სტუმრებმა დაათვალიერეს შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა: სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადების შენობები, სასტუმრო, სასადილო და სხვ. ჩეხეთის დელეგაციამ ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართა შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან. ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალურ ინსპექტორატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)