14:19 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 13:24:29, 702 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი - საქართველოსთვის ნატო-სა და ევროკავშირთან მიმართებაში მნიშვნელოვანი პერიოდი ახლა იწყება

14 ივნისს იმართება ნატო-ს სამიტი და ჩვენი მოთხოვნაა, ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოსა და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა, -  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ერთგული მხარდამჭერია.

„პასუხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ დაძაბულ სიატუაციაზე, რომელიც არსებობს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში არის მეტი სოლიდარობა და მეტი სოლიდარობა იქ, სადაც არის საქართველოს პერსპექტივა, სადაც არიან საქართველოს პარტნიორები და მეგობრები, ე.ი ევროკავშირი და ნატო. ორივე მიმართულებით, აქაც პოლონეთი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ერთგული მხარდამჭერი და ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის, სწორედ ამ ორივე ორგანიზაციასთან მიმართებაში.

ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი ეტაპი აქამდე და ძალიან ბევრი ეტაპის ინიციატორი იყო პოლონეთი, მაგალითად, აღმოსავლეთის პარტნიორობა. ჩვენ გავიარეთ შემდეგ ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, დღეს გვჭირდება ასევე ევროკავშირთან მიმართებაში ახალი ეტაპები, ვიდრე ჩვენ მივაღწევთ საბოლოო გეგმას, 2024 წელს განაცხადს და შემდეგ გაწევრიანებას. მანამდე ჩვენ გვჭირდება რეალური კონკრეტული ნაბიჯები და საფეხურების გავლა და ამაზე ვისაუბრეთ, სექტორული ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არის ევროკავშირის საშუალებებში და მის ინტერესებში, რომ შავ ზღვაზე და ამ რეგიონში შემოვიდეს აქტიურად, ამ ეკონომიკურ პროექტებში და ამით მისი გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ინტერესი, ასევე, ნატო-ში ჩვენი პერსპექტივა და ვიცით, რომ 14 ივნისს იმართება ნატო-ს სამიტი, რომელსაც დაესწრება ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, საქართველოს და ჩვენი მეგობარი უკრაინის და ერთობლივად ჩვენთვის იყოს იქ ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის და ღია კარი, როგორც ახლო წარსულში გაიხსნა მაკედონიისთვის, ეს კარი ჩვენთვის ასევე ღია იყოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics