|
2021-05-27 11:00:54, 458 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლის მოსახლეობას რეაბილიტირებული ტაშისკარის სარწყავი სისტემა მოემსახურება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2021 წლის სარწყავ სეზონს მომზადებული ხვდება. შიდა ქართლის მოსახლეობას რეაბილიტირებული ტაშისკარის სარწყავი სისტემა მოემსახურება. აღდგენილ სისტემაში წყალი გაეშვა. საქართველოს მელიორაციამ ხაშურის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის რებილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში არხის მნიშვნელოვანი ნაწილი რკინაბეტონით მოპირკეთდა, დანალექი გრუნტისგან გაიწმინდა სოფელ ქვიშხეთში, ტეზერსა და ბეკამში არსებული წყლის გამტარი მილები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები, არსებულ ხიდებს ჩაუტარდა რემონტი, შეიცვალა დაზიანებული ფარები. ჩატარებული სამუშაოები ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების რამდენიმე ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას. პროექტის ღირებულებაა 800 ათასი ლარი. საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. „სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება და განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ვინაიდან, ყოველი გასარწყავებული ფართობი ნიშნავს შესაძლებლობას ჩვენი ფერმერებისთვის აწარმოონ უფრო ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მიიღონ მეტი შემოსავალი. სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველწლიურად მნიშვნელოვან თანხებს მივმართავთ სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის. წელს, დაახლოებით 90 მლნ ლარი მოხმარდება საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციასა და საექსპლუატაციო სამუშაოებს, რის შედეგადაც ათასობით ჰექტარზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება და ასევე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ტაშისკარის სარწყავი სისტემა სათავეს სოფელ ახალდაბაში იღებს, მდ. მტკვარზე არსებული სათავე ნაგებობით. აღნიშნული სისტემით, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 7 ათასამდე ჰექტარი სასოფლო- სამეურნეო მიწის ფართობი მარაგდება სარწყავი წყლით.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)