2021-05-26 11:53:56, 517 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 247-მა რეკრურტმა სამხედრო ფიცი დადო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 247 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.
თბილისის პარალელურად, ფიცის დადების ცერემონია სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში გაიმართა.
ამასთან, სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს მოხსენება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩააბარა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიება მოკრძალებულად აღინიშნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,