|
2021-05-25 16:40:27, 647 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იაპონიის ელჩს იმამურა აკირას და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილეს საქართველოში კამელ ბუმადის შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი. საგრანტო დახმარება გათვალისწინებულია COVID-19-ზე რეაგირების პროექტების განსახორციელებლად, კერძოდ, პერსონალური დაცვის საშუალებებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მნიშვნელოვნად დაეხმარება. „ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს იაპონიის საელჩოსთან და აზიის განვითარების ბანკთან. პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს დიდი დახმარება გაუწია. ძალიან დიდი იყო მათი დახმარება ვაქცინაციის გეგმის შემუშავების პროცესშიც. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“,- ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. იაპონიის ელჩმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა. “მივესალმებით აზიის განვითარების ბანკის გადაწყვეტილებას, გამოყონ 2.5 მილიონ აშშ დოლარი საქართველოსთვის კოვიდ-19-თან გასამკლავებლად. ეს არის იაპონიის მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის საერთო ინიციატივა, რადგანაც ფონდი შექმნილია და დაფინანსებული იაპონიის მთავრობის მიერ. ჩვენ ასევე მომავალ კვირას ვიწვევთ პარტნიორებს სამიტზე, რათა ერთობლივი ძალისხმევით დავეხმაროთ დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებს ვაქცინის თანაბარ ხელმისაწვდომობაში“,- განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ. „მთავრობამ ძალიან დიდი შრომა გასწია კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, სამინისტრო ვაქცინაციასთან მიმართებაში ძალიან ნაყოფიერად მუშაობს. საქართველოს აზიის განვითარების ბანკის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“-ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილემ საქართველოში კამელ ბუმადიმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წევრი ქვეყნებისთვის ჯანდაცვის საფრთხეებზე რეაგირების ტექნიკური დახმარების პროექტი, რომლის მიზანია CAREC-ის 11 წევრ ქვეყანაში (ავღანეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ჩინეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ჯანდაცვის მიმართულებით არსებული საჭიროებების ანალიზი, ერთობლივი რეგიონული სტრატეგიის შემუშავება და სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით საგრანტო პროექტების ინიცირება.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)