15:25 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 16:07:59, 528 ნახვა

საზოგადოება
საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნებს შიდაკლანურ როტაციად აფასებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია)იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნებს შიდაკლანურ როტაციად აფასებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნები განახლებასთან და ახალ პერსპექტივებთან ასოცირდება, თუმცა მოლოდინები ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა.

„დღეს მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი გამოწვევა კლანური მმართველობა და მისი ალიანსია ხელისუფლებასთან. მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს გააჩნია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის ეფექტიანი ბერკეტები. კლანის ძირითადი საყრდენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა, რომელიც იღებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს. 2021  წლის 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის სხდომა დაინიშნა, რომელზეც  საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევაა დაგეგმილი. წლების განმავლობაში ამ პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ის ძირითადად არაკონკურეტულ გარემოში მიმდინარეობს და საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერები ხვდებიან, რომელთა უმრავლესობასაც უკავია ან წლების მანძილზე ეკავა მენეჯერული თანამდებობა.

არჩევნები განახლებასთან და ახალ პერსპექტივებთან ასოცირდება, თუმცა მოლოდინები ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა. საია მიიჩნევს, რომ ეს არის როტაცია კლანისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს შორის, სადაც საბჭოს მოქმედ მოსამართლე წევრებს, გავლენიანი ჯგუფის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა მოსამართლეები ჩაანაცვლებენ“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics