2021-05-25 12:35:13, 556 ნახვა
საზოგადოება
1-ელი ივნისიდან კვების ობიექტები მომხმარებლებს შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღებენ
1-ელი ივნისიდან კვების ობიექტები მომხმარებლებს შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„საკოორინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირის მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა, რაც ნიშნავს, რომ მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან