16:29 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 12:19:19, 469 ნახვა

საზოგადოება
დიასპორის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი ვიდეომიმართვას ავრცელებს

დიასპორის დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის უწყება მოქალაქეებს 2-კვირიან აქციას სთავაზობს, რომელიც მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

„ძვირფასო თანამემამულეებო, გილოცავთ დიასპორის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანაა. 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებისას საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარების ვალდებულება ჩვენ ერთობლივად ავსახეთ საქართველოს კონსტიტუციაში. სწორედ ამის უზრუნველსაყოფად ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივით და ბატონი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით იუსტიციის სამინისტრო გთავაზობთ აქციას, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სპეციალურად თქვენს საჭიროებებზე იქნება მორგებული.

მე წილად მხვდა პატივი, 2 წლის განმავლობაში მემუშავა დიასპორის საკითხებზე. თქვენთან ერთად გატარებული ეს პერიოდი ჩემთვის ყოველთვის ძალიან თბილ და სასიამოვნო მოგონებებთან იქნება ასოცირებული. მინდა მადლობა გადავუხადო მტელი მსოფლიოს მასშტაბით თითოეული საკვირაო სკოლის მასწავლებელს, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, ახალგაზრდა ელჩებს და სასულიერო პირებს, რომლებსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პოპულარიზაციასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში განუზომლად დიდი წვლილი შეაქვთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics