2021-05-22 15:23:22, 431 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილმა დიღმის მასივში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი თბილისში, დიღმის მასივში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა.
დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში ცხოვრობენ.
შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა დევნილების მოთხოვნები მოისმინეს და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელეს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),