05:47 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 13:41:33, 339 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე ისრაელიდან ჩამოსულ სამედიცინო მკვლევარებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე   და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და კოვიდ-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს   ნადირ არბერს შეხვდა.

 მხარეებმა ჯანდაცვის  სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო  სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ისაუბრეს.  

ისრაელიდან ჩამოსული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების   განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. სამედიცინო მკვლევარების განცხადებით მედიკამენტი, ნოვატორულ ნაერთს წარმოადგენს და ის გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს ეფუძნება.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებით გვსურს, რომ საქართველო, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა ისრაელის პარტნიორი იყოს.  თქვენ  ძალიან კარგი სამედიცინო პერსონალი გყავთ და გვჯერა , რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული და  ნაყოფიერი იქნება. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო  მედიკამენტი ბევრ ადამიანს დაეხმარება“-ამის შესახებ  თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა ნადირ არბერმა განაცხადა.

ისრაელიდან ჩამოსულმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიც დაათვალიერეს.  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა   ისრაელიდან ჩამოსულ მკვლევარებს  სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.    ისრაელიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა  კი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics