18:51 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 12:39:31, 347 ნახვა

საზოგადოება
თიბისი კონცეპტი ფოტო და მულტიმედია ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში, თიბისის სახელოვნებო კოლექციიდან შერჩეული ფოტო და მულტიმედია ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გამოფენის მიზანია მაქსიმალურად მოიცვას დღევანდელი აქტუალური ხელოვნების არეალი და ხელი შეუწყოს საქართველოში თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას.

მათივე ცნობით, გამოფენა 19 მაისს 17:00-ზე გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება.

„დაარსებიდან „თიბისი“ კულტურის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი ინოვაციური პროექტისა თუ ინიციატივის ავტორია. კოლაბორაციული სახის თანამშრომლობა ხელოვანებს ფართო ასპარეზს უხსნის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ქმნის რესურსებს მნიშვნელოვანი კულტურული პროექტების განსახორციელებლად.

თიბისის სახელოვნებო კოლექცია წლების მანძილზე შეგროვდა და თავს უყრის, როგორც საერთაშორისო ხელოვანების ნამუშევრებს, ასევე, თანამედროვე ქართველი არტისტების შემოქმედებას.

გამოფენაში მონაწილეობენ: ქეთი კაპანაძე, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ანა ქე, დავით მესხი, გვანცა ჯიშკარიანი და ნატა სოფრომაძე.

გამოფენა ცდილობს მაქსიმალურად მოიცვას დღევანდელი აქტუალური ხელოვნების მიმდინარეობების ფართო არეალი. თიბისი კონცეპტის მიზანია შეიქმნას სივრცე, რომელიც ღია იქნება ყველასთვის: დამწყები ხელოვანებისთვის, პროფესიონალებისთვის და ამ თემებით დაინტერესებული ადამიანებისათვის.

თიბისი კონცეპტის სივრცეში არსებული სამი სხვადასხვა ფორმატის საგამოფენო სივრცე ისტორიული მემკვიდრეობის ლოგიკური გაგრძელებაა და ხელს უწყობს თანამედროვე სახელოვნებო სცენის პოპულარიზაციას. გამოფენასთან ერთად, თიბისი კონცეპტის სივრცე ხშირად მასპინძლობს მულტიდისციპლინარულ საგანმანათლებლო ფორუმებს და დისკუსიებს, რაც ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვნებაში შემეცნებითი დიალოგის დანერგვას და ახალი კავშირების დამყარებას, ხელოვანებს გზას უხსნის ახალი შესაძლებლობებისკენ, ხოლო საზოგადოებას ახალი აღმოჩენებისკენ უბიძგებს“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics