2021-05-16 14:49:56, 801 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია, პარტიის სხვა წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის სხვა წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა, - აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
როგორც პარტიის პრესამსახურში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში ასევე გაემგზავრნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი, აკაკი მინაშვილი და ბაჩო დოლიძე.
"ექსპრესნიუსის" მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.
ფოტო : ფორმულა
ავტორი: ექსპრესნიუსი,