20:53 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-16 12:35:02, 481 ნახვა

საზოგადოება
GDI დედაენის ბაღში მომხდარ თავდასხმაზე შსს-ს მყისიერი და მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს

GDI ეხმაურება 2021 წლის 15 მაისს დედაენის ბაღში ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს შსს-ს, ჰქონდეს მყისიერი და მკაცრი რეაგირება სამართალდარღვევის თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, რომელიც სცდება გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს უქმნის როგორც კონკრეტული ინდივიდების ფიზიკურ ხელშეუხებლობას, ასევე საზოგადოებრივ წესრიგს და მშვიდობიან თანაცხოვრებას.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ორგანიზაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 15 მაისს დედაენის ბაღში მოხდა თავდასხმა, კერძოდ, გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა ლგბტქ აქტივისტების ინსტალაცია, აგრეთვე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აქტივისტებს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერი თანმხლებ პირებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ განარიდა ინსტალაციის მიმდებარე ტერიტორიას. ამ დრომდე უცნობია, გატარდა თუ არა მის მიმართ რაიმე სამართლებრივი ღონისძიება.

აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (IDAHO), 15-20 მაისის ფარგლებში თბილისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება." თუმცა, ამის საპირისპიროდ გუშინდელი ინციდენტი მიუთითებს შსს-ს არასაკმარის ძალისხმევაზე, სამართალდარღვევის აღკვეთასთან ერთად პასუხი აგებინოს ჰომოფობიურად განწყობილ პირებს.

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ღირებულებაა, რომლის ფარგლებშიც არსებობის უფლება მათ შორის არადემოკრატიულ და საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის მიმართ სიძულვილით განმსჭვალულ მოსაზრებებსაც აქვთ. თუმცა მაშინ, როდესაც ამგვარი შეხედულებები გადადის აქტიურ მოქმედებაში  და ზიანდება ადამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობა ან მათი საკუთრება, სახელმწიფოს უჩნდება არათუ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება, დაიცვას ადამიანები ამგვარი თავდასხმებისგან. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ებრძოლოს ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს/სამართალდარღვევებს, ამავდროულად კი მისცეს ლგბტქ აქტივისტებს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics