20:52 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 16:09:21, 632 ნახვა

საზოგადოება
მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა“, რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის მიმართულებით.

პირველ რეისს 115 მგზავრი ჩამოყვა. ფრენები კვირაში 3 სიხშირით -   ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

„ყაზახეთი საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა. 2019 წელს ამ ქვეყნიდან 103,611 ვიზიტორს უმასპინძლა და ზრდამ წინა წელთან შედარებით 75.7 პროცენტი შეადგინა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სტუმრები ყაზახეთიდან უსაფრთხოდ შეძლებენ საქართველოში, მათ შორის, აჭარაში დასვენებას. საქართველოს ტურისტული სექტორი მზადაა, კოვიდ-რეგულაციების მკაცრი დაცვით მოემსახუროს ვიზიტორებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორია და მისი აღორძინება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის.

„პანდემიამ ეს დარგი ყველაზე მეტად დააზარალა. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სწორი მარკეტინგით, მიზნობრივი პროგრამებითა და მასობრივი ვაქცინაციით, ხელი შევუწყოთ დარგის აღორძინებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან. ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს.

ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა - ბათუმი - ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი - ბათუმი - კიევის მიმართულებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics