2021-05-15 14:23:15, 724 ნახვა
საზოგადოება
15-17 მაისს საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-17 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელი იქნება ჰაერის ტემპერატურის +30, +35 გრადუსამდე მომატება. სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაიკლებს.
მათივე ცნობით, 15-17 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+25, +30 გრადუსი), ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,