2021-05-14 12:45:58, 656 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარი ხედვები უნდა გააცნონ.
მომავალ კვირას საარჩევნო რეფორმა ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ეს რიგით მეორე შეხვედრაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,