21:18 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 22:01:40, 765 ნახვა

საზოგადოება
დასაქმება ზაფხულში

ჰაერში ტემპერატურის ნელ-ნელა ზრდა ბევრ მოლოდინებს გვიქადის, შესაბამისად ყველანი ვცდილობთ რაც შეიძლება ნაყოფიერად გამოვიყენოთ წლის რამდენიმე ყველაზე ცხელი თვე ისე, რომ დაუვიწყარი იყოს.

ამ პერიოდში სასწავლებლებში დასვენების პერიოდია გამოცხადებული, რაც შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა სამსახურის მაძიებლებისთვის, ვინაიდან თუ აქამდე დროის არ ქონის გამო შეიძლება უარი გეთქვათ სტაჟირებაზეც კი, ახლა ეს გამართლებელი საბუთი აღარ მოქმედებს.

ზაფხულში შედარებით ბევრი შესაძლებლობა იშლება ჩვენს წინ, არ აქვს მნიშვნელობა რისი გაკეთება გაქვთ ჩაფიქრებული - თქვენი შეძენილი ცოდნის მიხედვით სტაჟირებას თუ კონკრეტულ პოზიციას უმიზნებთ თუ საკუთარი ფინანსების მოძლიერება გსურთ სეზონი სამსახურით, წლის ამ დროს ნამდვილად მოიძებნება თქვენთვის ადგილი, მთავარია იცოდეთ რისი გაკეთება გსურთ და სწორად ეძებოთ.

ახალ სამსახურში დასაქმება გამოუცდელი ადამიანისთვის ერთი-ორად რთული ამბავია, თუმცა თუ ცდა არ დააკლებთ ბევრი უარის თქმის შემდეგ აუცილებელად მიიღებთ სასურველს. დამსაქმებლებმა უმეტესად ზუსტად იციან ვის ეძებენ და ხშირად გამოუცდელ კადრსაც სთავაზობენ თავის გამოჩენის შესაძლებლობას, უბრალოდ, როგორც უკვე ვახსენეთ, მთავარია სწორ დროს სწორ სწორ ადგილას აღმოჩნდეთ, ანუ სასურველი სფეროს მიმართ გაიჩინეთ მეტი ინტერესი, გამოიწერეთ ბაზარზე არსებული კომპანიები და თვალი ადევნეთ მათ აქტივობებს. ლინქდინზე თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაიმატებთ, საქმეს უფრო გაიმარტივებთ. ზაფხულის პერიოდი ერთგვარი მზადებაა მომავალი სეზონისთვის, ამიტომ ხშირად აცხადებენ ვაკანსიებს ამ პერიოდში.

საკუთარი პროფესიის გარდა ძალიან საინტერესოა სხვა სფეროში ძალების მოსინჯვაც, ამიტომ მიეცით შანსი ნებისმიერ შესაძლებლობას, მიდით გასაუბრებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ რამდენად გიღირთ შემოთავაზებული პირობები. კომპანიებისთვის გამოუცდელი ადამიანების დასაქმება საკმაოდ საინტერესოა, შესაბამისად ზაფხულის პერიოდში ხშირად დებენ ისეთ ვაკანსიებს, რომელიც მორგებულია სტუდენტებზე და სადაც შეიძლება დროებით მაინც მოსინჯოთ ძალები, დაინტერესების შემთხვევაში კი სწავლის დაწყებისას თუ გადაწყვეტთ დარჩენას, შეიძლება საკმაოდ საინტერესო წინადადებაც შემოგთავაზონ.

ზაფხულში, როგორც წესი, ყველაზე აქტიური სეზონური საქმიანობაა, სადაც რამდენიმე თვით მუდმივად სჭირდებათ ახალგაზრდები. საინტერესო საქმესთან ერთად და ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია და ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ზღვისპირეთის კურორტებზე მოგიწევთ გაჩერება, ერთი-ორად იმატებს დაინტერესება ამ საქმისადმი. ადგილობრივი რესტორნები თუ ბარები ყველაზე აქტიურია ამ პერიოდში დასაქმების კუთხით, შესაბამისად თუ დაინტერესებული ბრძანდებით, ახლა საუკეთესო დროა მოძიება და მომზადება დაიწყოთ.

სეზონური საქმიანობის გარდა, შესაძლებელია ეს პერიოდი დამატებითი ტრენინგებისთვისაც აიღოთ, რაც დაგეხმარებათ კონკრეტული საქმიანობის შესწავლაში და სწავლის დაწყებისას პარალელურად დასაქმებისთვისაც იქნებით მზად. ამ შემთხვევაში აუცილებელია ზუსტად იცოდეთ და ერკვეოდეთ რისი გაკეთება გსურთ, ვინაიდან საკმაოდ ბევრი ტრენინგია ხელმისაწვდომი, რომელიც ნიშურ საქმიანობაზეა ორიენტირებული.

ზაფხულის ცხელი დღეების გატარება თუ კომფორტულ ოფისში გსურთ, თუმცა გამოცხადებულ ვანაკანსიებს ვერ მიაგენით, შეგიძლიათ სასურველ კომპანიას ფეისბუქ გვერდზე მიწეროთ, დააზუსტოთ დეტალები, შესთავაზოთ თქვენი კანდიდატურა და სთხოვოთ თქვენც გაგითვალისწინოთ თუ რაიმე სიახლე იქნება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics