2021-05-13 15:30:48, 643 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია აცხადებს, რომ 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.
როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, ამ ეტაპზე, პოლიტიკურ სპექტრში არსებული რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს.
„ვითარება სრულად შეუცვლელია. რეალობა მოითხოვს სხვა ძალისხმევას, ამ ეტაპზე. 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა, რა თქმა უნდა, აღარ არსებობს. მე მგონი, ეს ისედაც ცხადი იყო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან