21:04 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 14:55:53, 687 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ნიკა მელიაზე - დაიჭირეს და მერე მათხოვრობდნენ, აბა რამენაირად გირაო შემახეთ ევროპულიო

ის ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ვერ დამიჭერთ და გირაოსაც არ გადავიხდიო, დაიჭირეს და მერე აქეთ მათხოვრობდნენ, რამენაირად გირაო შემახეთო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ენმ-ს თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე სუბრისას განაცხადა.

ირაკლი ზარქუას თქმით, ოპოზიცია, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა და ამნისტიის კანონპროექტსაც მოაწერს ხელს.

„ბატონო ფრიდონ {ინჯია} და ალეკო ელისაშვილსაც მივმართავ, თქვენს შორის რომ არის ცარიელი, თავისუფალი ადგილი იქ იქნებიან ჩამწკრივებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ის ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ვერ დამიჭერთ და გირაოსაც არ გადავიხდითო, დაიჭირეს და მერე აქეთ მათხოვრობდნენ, აბა რამენაირად გირაო შემახეთო, ევროპულიო. და მეორე ამნისტიის თემა, ამნისტიასაც მოაწერენ და აქ შემოცუნცულდებიან და დაჯდებიან თავისუფალ ადგილას“, - განაცხადა ირაკლი ზარქუა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics