06:13 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 12:41:39, 396 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების პროცესში 16 გამარჯვებული კომპანია არის ჩართული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვებული კომპანიებიდან ექვსს სამშენებლო ნებართვები უკვე მოპოვებული აქვს და მშენებლობაც მიმდინარეობს, ხოლო ათ პროექტთან დაკავშირებით,  სამშენებლო ნებართვების მოპოვების პროცედურები გრძელდება.

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დაპირება კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად დაკმაყოფილება იყო. თბილისში, ჯამში, 3 000-მდე პირი არის დარეგისტრირებული, რომლის წინაშე ვალდებულება სახელმწიფოს აღიარებული აქვს. ეს პრობლემა დედაქალაქში ათეული წელია არსებობს. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალური ნაკვეთების მოძიებაზე მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ დანარჩენი დაზარალებულებს მსგავსი მოდელით გადაეცეთ მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომლის მეშვეობითაც, 3 000-მდე ოჯახს საკუთარი ბინების ქონის შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics