06:27 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-12 15:34:28, 586 ნახვა

საზოგადოება
ექვთიმე ხელაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში, ექვთიმე ხელაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი  საფარი მოეწყობა. ამჟამად, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ეს არის N186 საჯარო „მეგა“ სკოლასთან მისასვლელი გზა, რომელიც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა და სწორედ ამიტომ პრიორიტეტული იყო ამ ქუჩის კეთილმოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - აღნიშნა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 150  000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი,  კომპანია „L&L“ ასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics