2021-05-07 14:22:17, 1122 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ სამ თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 1 875 ქალი გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში ოჯახში ძალადობის 2 270 ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ სტატისტიკაში ვკითხულობთ, 2 270 ძალადობის შემთხვევიდან, მსხვერპლი 1 875 შემთხვევაში ქალია.
ამასთანავე, 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გამოვლენილია ოჯახში მოძალადე 2 161 პირი, რომელთაგანაც 1 818 კაცია, 323 კი, ქალი.
შსს-ს ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის იანვარ-მარტში ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 2 371 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან