23:21 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-07 11:40:38, 1073 ნახვა

საზოგადოება
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი საქართველოს 98 443 მოქალაქემ, ისრაელში კი 1 427 პირმა გამოთქვა

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი საქართველოს 98 443-მა მოქალაქემ გამოთქვა, ხოლო ისრაელში დასაქმება - 1 427 პირს სურს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სპეციალურ პორტალზე საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 15 თებერვლიდან, ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე კი 12 აპრილიდან დაიწყო.

„სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი ლეგალური დასაქმების მსურველი 98 443 საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა გერმანიაში დასაქმებაზე, ხოლო ისრაელში დასაქმებისთვის - 1427 პირმა გამოხატა ინტერესი და წარმატებით გაიარა რეგისტრაცია ჯანდაცვის სპეციალურ პორტალზე „დროებითი დასაქმება საზღვარგარეთ“.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია ა/წ. 15 თებერვლიდან დაიწყო, ხოლო 12 აპრილიდან - ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე.

გერმანიის შემთხვევაში, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.

რაც შეეხება ისრაელს, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ. ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში  ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაო ადგილების კვოტაც განსაზღვრულია  - იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე“, - აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ დროებითი ლეგალური დასაქმების რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics