2021-05-04 17:29:54, 935 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული წარმოების Sputnik V-თ ვაქცინაცია დაიწყო
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული წარმოების Sputnik V ვაქცინით აცრა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, პირველი ვაქცინით ჟურნალისტი, კოსტა კოშტე აიცრა.
ვაქცინაციამდე ერთი დღით ადრე მოქალაქეებს კლინიკური კვლევები უტარდებათ, რომლის შედეგების მიხედვითაც ექიმები წყვეტენ ჩაუტარდეს თუ არა კონკრეტულ პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.
საწყის ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს და განათლების მუშაკებს ჩაუტარდებათ. ამასთან, ცხინვალის გარდა, ვაქცინაცია ჩატარდება რეგიონალურ საავადმყოფოებშიც.
შეგახსენებთ, რომ Sputnik V-ს პირველი პარტია ცხინვალში 30 აპრილს ჩაიტანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,