|
2021-05-04 11:32:53, 731 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა იზრდება, რეგიონს მეტი ევროპა სჭირდება
ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი წერს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენა უფრო და უფრო იზრდება, სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა საჭიროებს მეტ ევროპას. „სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო, სხვადასხვა პრობლემები, საერთო ფენომენი. რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონში იზრდება, სომხეთში რუსეთის ჯარი აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიისგან დასაცავად დგანან. გაუგებარია, არსებობს თუ არა საფრთხე აზერბაიჯანისგან, თუმცა რუსეთს შეჰყავს დამატებითი ძალები. ეს საშინელებაა. 44 წლიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანს საკუთარ ტერიტორიაზე „მშვიდობისმყოფელები" ჰყავს. დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენები უფრო და უფრო იზრდება. საქართველოს გამოწვევები უფროა ჩვენთვის ცნობილი. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთს ახალი ჯარისკაცები შეჰყავს და მათ ტერიტორიაზე ახალ ბაზებს აშენებს. მთელ რეგიონს თუ დააკვირდებით, ჩანს, რომ რუსეთი ყველგან „კალინგრადს" ქმნის. რომელთა დახმარებითაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდგომ სამხედრო ჩარევას, ან თუნდაც მუდმივ პოლიტიკურ გამოწვევას. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას მეტი ევროპა სჭირდება. ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელის შეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, შუამავლობა - როგორც, ეს საქართველოში იყო. ევროპა არის რბილი ძალა და სამხრეთ კავკასიას სწორედ ეს სჭირდება. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდება. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობა 10 წლის წინ დაიწყო. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით უკან დასაბრუნებელ გზას, შესაძლოა მალე დასაბრუნებელი ადგილიც აღარ იყოს“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)